- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასებულ ნორმას არ მივიღებთ

415

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მაღალი ჩართულობით შეიმუშავეს, თუმცა, მისი თქმით, გამონაკლისი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელმაც კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სამუშაო სესიაზე გააკეთა.

"არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება. ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით 23 რეკომენდაცია აქვს წარმოდგენილი, საიდანაც 20 გათვალისწინებულია, დარჩენილი 3 ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...