- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: თანავუგრძნობ ყველას, ვისაც აღაფრთოვანებდა ლიკა ქავჟარაძის სილამაზე

290

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კინომსახიობ ლიკა ქავჟარაძის გადაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა – ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის.

ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის – მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში.

გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა. 

Comments
Loading...