- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: კონვენციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოება ვერ გახდება ჩარევის საფუძველი

297

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერზე კონსულტაციები შედგა ვენეციის კომიასთან და მათი რჩევა იყო, რომ ეხელმძღვანელათ კონვენციის ტექსტით.

როგორც კობახიძემ პარლამენტში საკონსტიტუცო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, ზოგადად, ექსპერტები მხარს უჭერდნენ აზრს, რომ შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებაც იყოს ჩარევის საფუძველი, თუმცა მოგვიანებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის რჩევა იყო, რომ მათ კონვენციის ტექსტით ეხელმძღვანელათ.

"ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ვენეციის კომიასთან. მათ მხარის დაუჭირეს, ზოგადად, იმ იდეას რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაც შეიძება იყოს ჩარევის საფუძველი. ანუ, ექსპერტული განხილვა როცა გქონდა ამაზე შევჯერდით. კერძოდ, საუბარი გქონდა არგუმენტებზე, მათ შორის, ქართულ გამოცდილებაზე, მაგრამ ამის მერე, როდესაც საუბარი გქონდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან იქ მაინც გვთხოვეს ჩვენ, რომ კონვენციით გვხელმძღვანელა და მასთან მიმართებით გაგვესწორებინა ტექსტი. კონვენციის თამახმად, სახელმწიფო უსაფრთხოება ვერ გახდება ჩარევის საფუძველი, შესაბამისად, ფორმალურად რომ გამოიყენოს დღეს ვინმემ სახელმწიფო უსაფრთხოება ჩარევის საფუძვლად, მაინც წავა ვიღაც სატრასბურგში და ავტომატურ რეჟიმში მოიგებს საქმეს. ეს არის აქ პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყენებული იქნა ჩარევის ის საფუძველი, რომელიც კონვენციაში მოხსენიებული იყო",- განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ქუთაისი შემდეგ თბილისში გაიმართა.

Comments
Loading...