კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მაშველებს. ასევე ყველა იმ ადამიანს რომელიც ჩართულია ხანძრის ლიკვიდაციაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს სამხედრო ძალების წარმომადგენლებს," – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სესიაზე განაცხადა.
კობახიძემ, სრტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად პარლამენტის ყველა დეპუტატს, რომელბმაც სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ დადგენილებას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.
"სამხედრო ძალები გუშინ ჩაერთნენ შესაბამის ოპერაციაში და ძალიან სწრაფად მოხერხდა გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია. მადლობა უნდა გადავუხადოთ მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც გვეხმარებიან პირველ რიგში ტექნიკით, აზერბაიჯანის,სომხეთის თურქეთის და ბელარუსის დახმარება ფასდაუდებელია. მათ ამ დღეების განმავლობაში, ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი. პრაქტიკულად ყველა დეპუტატი რომელიც იყო საქართველოში ესწრება დღევანდელ სხდომას და მისასალმებელია ის ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა. მადლობა თითოეულ წარმომადგენელს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ისე უმრავლესობის, დღეს გამოხატული ერთსულოვნებისთვის", – განაცხადა კობახიძემ.