"სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, ჩვენ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით მედიაპლურალიზმი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.
"ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და ეს ვითარება რადიკლაურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, ანუ მედიაპლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც ჩვენს გუნდს მიეწერა პირველ რიგში. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით გასაკუთღებულად, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები საქართველოში მედიპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის და მედიასაშუალების ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს.
სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, ჩვენ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. მთავარია შემდეგი: ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები",-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.