- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება

319

''მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება'',- ასე ეხმიანება ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

''მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკრეტულ კომენტარებს ისინი გააკეთებენ'',- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული დაახლოებით 18 საათიანი სპეცოპერაცია,1 დაკავებულით, 3 ლიკვიდირებულით, 1 დაღუპულით და 4 დაჭრილითა დასრულდა.

Comments
Loading...