- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტია თავისი ხელით იუარესებს საკუთარ პოზიციებს

483

"ამ სისტემის წყალობით წინა ორმა ხელისუფლებამ, ჯერ მოქალაქეთა კავშირმა, შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა საარჩევნო სისტემის წყალობით კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება და ორივე შემთხვევაში ბოროტად გამოიყენა საკონსტიტუციო უმრავლესობა",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 

"იმისათვის რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ამის დაზღვევა უნდა მოხდეს კონსტიტუციით და სწორედ ამიტომ გადავდივართ ჩვენ არსებული შერეული სისტემიდან, რომელიც ჩვენთვის არის სუბიექტურად ბუნებრივია უფრო მომგებიანი პროპორციულ სისტემაზე. პირველად ხდება საქართველოში ის, რომ მმართველი პარტია თავისი ხელით იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს, იმისათვის რომ ქვეყანა დავაზღვიოთ იმ საფრთხეებისგან, რაც კარგად გვახსოვს ჩვენ წინა წლებიდან",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...