- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ომბუდსმენის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება

307

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება.

"გრძელდება კონსულტაციები, ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ კანდიდატურას"- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება კონსულტაციები და მათი გუნდი დაასახელებს თავის კანდიდატურას.

ჟურნალისტევის კითხვაზე, შეეძლო თუ არა დაესახელებინა არგუმენტები, რის გამოც უჩა ნანუაშვულს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, ასე პასუხობს. "მე აღარ მინდა გავაღრმაო ეს დისკუსია და რეალურად არსებობს ეს უამრავი მიზეზი იმისათვის, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს და ამ მიზეზების დემონსტრირებას ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდა სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს იყო გადასული პოლიტიკურ აქტვობაზე, როგორც ჩანს ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის",–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უჩა ნანუაშილს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება.

Comments
Loading...