- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: პარტიებისთვის ბონუსი იმოქმედებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში

410

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო პრეკონფერენციაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციაში.

ირაკლი კობახიძს თქმით, ბონუსების ზღვარი მკაფიოდ იქნება განსაზღვრული კონსტიტუციაში.

"მთლიანობაში წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის დასკვნაში. არის 2 საკითხი რაზეც ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები ვენეციის კომისიის, ეს ორი საკითხი არ არის საკვანძო მნიშვნელობის კონსტიტუციისთვის. რაც შეეხება საკვანძო საკითხებს, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ბონუსის საკითხთან დაკავშირებითაც გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც მოგეხენებათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ დაგვეწესებინა მკაფიო ზღვარი ბონუსისთვის.

ეს დაწესდება სამი სახით:

1. დადგინდება აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს, რომ ბონუსის ხარჯზე ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს. ანუ ჩაიკეტება ზემოთ ბონუსი.

2. დაწესდება, აბსოლუტური ქვედა ზღვარი. თუ აბსოლუტურ უმრავსელობამდე, 76 მანდატამდე, არც ბონუსით ევსება მანდატები გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში პროპორციულად განაწილდება მანდატები, ყოველგვარი ბონუსის გარეშე.

3. ფარდობითი ზედა ზღვარი. რაც ნიშნავს იმას რომ პარტიის მიერ ბონუსის ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გადააჭრბოს ძირითადი მანდატების 35%-ს.

ეს ნიშნავს იმას რომ ძალიან მკაცრი ზღვარია დაწებული ბონუსისთვის. რეალურად, ბონუსი მოქმედებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. როდესაც ეს არის რელაურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...