- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა

579

 

"აქ არაფერ შუაშია მუქარა",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" პრეზიდენტის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მათ მიერ 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე ითქვა რომ ცვლილებები რის შეტანასაც კონსტიტუციაში გეგმავენ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაა. კობახიძე ამბობს, რომ ამის საპასუხოდ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება საზოაგდოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. 

"ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი, თუ არ ვცდები 2 მარტი იყო და განვაცხადეთ ის, თუ რა ცვლილებების შეტანას ვგეგმავდით საქართველოს კონსტიტუციაში და ეს ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა იმას, რომ სპეკულაციები პრეზიდენტთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად უადგილო და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები. ამის საპასუხოდ გამოვიდა მეორე დღეს პრეზიდენტი და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ანუ რეალურად იმის საპირისპირო რამ თქვა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. 

ჩვენ ვთქვით, მოვიყვანეთ კონკრეტული არგუმენტები, რომლითაც ვადასტურებდით, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არც ერთი ცვლილება არანაირი ფორმით არ იყო იმართული და მეორე დღეს გამოდის გიორგი მარგველაშვილი და ამბობს ასეთ რამეს, რომ გუშინდელი განცხადება ბატონი სპიკერის არის დასანანი, ამ განცხადებამ ცხადყო რომ საქმე გვაქვს ჩვენ არა კონსტიტუციის შენაარსობრივ გადახედვასთან, არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთან, რაც იყო საზოაგდოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებების კეთებას გააგრძელებს,შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე იფიქრონ.

Comments
Loading...