- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

489

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგო კამპანიაშია ჩართული.

"თუ კომპრომისს აზრი არ ექნება პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით უფრო სწორია. პრეზიდენტმა კომისიის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, შედგა შეხვედრა სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა ოპოზიციას და ე.წ ექსპერტებს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაგეგმონ ერთიანი კამპანია პარლამენტის წინააღმდეგ"- განაცხადა კობახიძემ.

Comments
Loading...