მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გარკვეული წინასწარი კონსულტაციები იყო. აქტიურ ფაზაში არ არის ეს კონსულტაციები შესული. შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არის, პირდაპირ ვიტყვი, ნაადრევი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონსულტაციები აქტიურ ფაზაში არ გადასულა.