- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება აქვს განზრახული

477

საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე სუბიექტი საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას აპირებს.

კობახიძის განმარტებით, მათ ამისკენ პრეზიდენტი მოუწოდებდა.

"სარწმუნო ინფორმაცია მქონდა იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება. რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, განზრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც დავიწყეთ. აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს დასახულ მიზანს.

საბოლოო შედეგი იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება",- აღნიშნა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ძალიან ცუდი კონსტიტუცია იცვლება ძალიან კარგი კონსტიტუციით.

"ისეთით, რომელიც არის შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნამენტურ პრინციპებთან და ისეთი კონსტიტუციით, რომელიც ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩაუყრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს. ეს არის საერთო სურათი, რომელიც ვფიქრობ, წარმოდგენილია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში",- აღნიშნა კობახიძემ. 

Comments
Loading...