- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: როცა საქმე ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, ფრთხილი მიდგომაა საჭირო

570

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებას და ამ საკითხზე  საზოაგდოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვას ეხმიანება. 

"თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს პლიუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური ეფექტი და ა.შ. და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ დეტალური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გვექნება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერმინისტრს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. მიმართვას ხელს 120 ორგანიზაცია აწერს.  

Comments
Loading...