- Advertisement -

ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე: ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო!

724

ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძებ ირაკლი გაბუნიას "არჩევნაში" მისი თქმით, აქამდე, ეს დავა ორ კერძო სუბიქეტს შორის იყო, ქიბარ ხალვაშსა და ყარამანაშვილებს შორის. ახლა დავას სახელად ჰქვია "ტელეკომპანია რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ".

"თქვენ არასწორად თქვით, სამწუხაროდ თქვენს შესავალ სიტყვაში, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ პროცესების განვითარებას, თუმცა რა თქმა უნდა ესეც უნდა ითქვას, რომ კონტექსტი შეცვლილია, მას შემდეგ რაც საქმემ სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლა. დღემდე საქმეს ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ ერქვა, დღეს უკვე "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ ერქვა. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საქართველოს ინტერესებისდაცვაზე, რომ დავიცვათ საქართველოს პრესტიჟი და მათ შორის ჩვენი ინსტიტუციების პრესტიჟი. ჩვენი საერთო სასამართლოების მათ შორის უზენაესისაც. ეს არის დაპირისპირება "რუსთავი 2"-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო. სიმართლე საქართველოს მხარეს არის", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...