- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: საკონტიტუციო მონარქიაზე რაც პატრიარქმა ბრძანა სრული ჭეშმარიტებაა

387

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე უახლოეს მომავალში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გაიმართება შეხვედრა. შეხვედრის გამართვის შემდეგ კი, განცხადება გაკეთდება.

„რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, ეს არის რა თქმა უნდა ჭეშმარიტება. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, და ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან აქვე განმარტა, რომ კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

პატრიარქმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. 

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნება გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია, ღვთის წყალობით მეფე მართავდა და დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება მეფეს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.

ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული და მომავალი",-განაცხადა პატრიარქმა. 

Comments
Loading...