- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: სამართალდაცავმა ორგანოებმა სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს

582

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართალდამცავმა ორგანოებმა სწორად იმოქმედეს. მისივე თქმით, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის განსაზღვრა გამოძიების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

"სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდაცავი ორგანოები და ამისათვის მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 

რაც შეეხება შეფასებებს პოლიტიკურს თუ სამართლებრივს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება უკვე რომ ზუსტად განვსაზღვროთ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...