- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: საქართველო აშშ-ს გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში

314

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლანდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში", – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. 

Comments
Loading...