- Advertisement -

ირაკლი კობახიძე სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს შეხვდა

251

ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე დღეს სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს, მელვინ ბოუვას შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა. მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სურინამის მხარე საქართველოში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. ირაკლი კობახიძემ მელვინ ბოუვას ქვეყნაში გატარებული რეფორმები გააცნო.

სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

მხარეები გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 

Comments
Loading...