- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: “ქართულმა ოცნებამ” ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

349

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩვნებთან დაკავშირებით ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ამომრჩეველს მაღალი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

"როგორც მოგეხსენებათ მაღალი აქტივობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება და შესაბამისად უმრავლესობაში იქნება წარმოდგენილი თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...