- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ქურდის ფუნქცია თავის თავზე აიღო “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ

9

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

“ბიზნესზე ზეწოლა იყო ყოველდღიური მოვლენა იქამდე, ვიდრე შეიცვლებოდა ხელისუფლება 2012 წელს. მე მქონდა ერთხელ საშუალება, ბიზნესმენებთან ერთად ვიჯექი სუფრაზე, აღარ მახსოვს 2010 წელი იყო, დაახლოებით 15 კაცი იჯდა და 15-ივე ბიზნესმენმა მოყვა თავისი ისტორია იმის თაობაზე, თუ როგორ ახორციელებდა მაშინ ზეწოლას ხელისუფლება ბიზნესმენებზე. საუბარი იყო შანტაჟზე, ფულის გამოძალვაზე, ქონების წართმევაზე, 15-ივე ბიზნესმენს ჰქონდა თავისი ისტორია ამ ზეწოლის და გამოძალვის თაობაზე. მაშინ შემთხვევით მოვხვდი ამ სუფრაზე, მე თვითონ ბიზნესმენი არ ვიყავი, ვმუშაობდი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ იმდენად სისტემური იყო ეს პრობლემა, ბიზნესის რეკეტის პრობლემა, მაშინ მოხდა, გახსოვთ, ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია. ანუ, ქურდის ფუნქცია თავის თავზე აიღო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, სახელმწიფომ. ეს იყო საერთო სურათი და ეს იმდენად სისტემური იყო, რომ ყველამ იცოდა ამის შესახებ, სახელებით, გვარებით, ჩემი მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, უამრავი ფაქტი იყო, რაზეც გვქონდა ჩვენ ინფორმაცია სახელებით და გვარებით. ეს იყო ვითარება 2012 წლამდე.  დღეს მსგავსი არაფერი არ ხდება”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ

Comments
Loading...