- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: შახტის ტრაგედია თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები

126

პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი, დაშავდა.
ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმდჯომარის შეფასებით, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შახტის დახურვის თაობაზე პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისათვის, რომ მიღებული იქნას ძალიან ქმედითი ზომები, იმისათვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს. ჩვენ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც წინა ხელისუფლებაში არ მოგვწონდა, და ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა.

ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღდმეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ – ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე აღნიშნა, რომ კონკრეტული ცვლილებები უნდა განხორციელდეს შრომის უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად.

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტში დეპუტატებმა შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

Comments
Loading...