- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაყალიბებთ ახალ კონსტიტუციურ კულტურას და იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება

333

"ერთმანეთს რომ შეადაროთ კონსტიტუციის მოქმედი ტექსტი და ახალი რედაქცია, ვერ ნახავთ ვერცერთ მუხლს, რომლითაც მმართველი პარტია რაიმე სახით თავის სუბიექტურ პოზიციებს იუმჯობესებს", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიზანი კონსტიტუციის დახვეწა და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არის არცერთი მუხლი, რომლითაც მმართველი პარტიის პოზიციები უმჯობესდება, რაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმაზე მეტყველებს, რომ ყალიბდება ახალი დემოკრატიული და კონსტიტუციური ტრადიცია.

„რომ შეადაროთ ერთმანეთს დღეს მოქმედი ტექსტი კონსტიტუციის და ახალი რედაქცია, ვერ ნახავთ ვერცერთ მუხლს, რომლითაც მმართველი პარტია იუმჯობესებს რაიმე სახით თავის სუბიექტურ პოზიციებს. არცერთი მუხლი არ არის ასეთი, რომლითაც უმჯობესდება მმართველი პარტიის პოზიციები. რომ გადავხედოთ წინა 30-ზე მეტ ცვლილებას, რომელიც შევიდა კონსტიტუციაში, თითქმის ყველა მათგანის მიზანი იყო მმართველი პარტიის სუბიექტური პოზიციების გაძლიერება და გაუმჯობესება. ეს არის რეალობა, რომელიც არის წარმოდგენილი ახალ დოკუმენტში, რაც ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენ ვაყალიბებთ არა მარტო ახალ კონსტიტუციას, არამედ ვაყალიბებთ ახალ დემოკრატიულ ტრადიციას, კონსტიტუციურ ტრადიციას და ახალ კონსტიტუციურ კულტურას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
 

Comments
Loading...