- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ხანდახან გვიწევს უხარისხობას დავთანხმდეთ

438

"ყველას აქვს უფლება, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, არის კონსტიტუციური სამართლებრივი კუთხით უხარისხო ჩანაწერი, იმიტომ რომ არაფერს არ გაძლევს,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კონსტიტუციის პროექტს მუხლობრივად მეორე მოსმენით განიხილავენ.

კობახიძის თქმით, სჯობს ხარისხიანი დოკუმენტი მიიღოს პარლამენტმა, ვიდრე ვინმეს ასიამოვნოს და უხარისხო ჩანაწერს დათანხმდეს ქვეყნის მთავარ კანონში.

"თუ ლაკონურობის პრინციპიდან ამოვალთ, ყველას აქვს უფლება დაიცვას, იზრუნოს კულტურულ მემკვიდრეობაზე. ესეც არის აბსოლუტურად ზედმეტი ჩანაწერი. ერთადერთი ამის ფორმა არის ან შეიკრიბო, აქცია მოაწყო, წახვიდე და შენ აზრი გამოთქვა. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია.

გუშინ, ერთ-ერთმა ოპოზიციის ლიდერმა თქვა, მთავარი ის კი არ არის, რომ ხარისხიანი დოკუმენტი მიიღოო, მთავარია რომ ყველა შეთანხმდესო. ჩვენ ხანდახან გვიწევს უხარისხობაზე დათანხმება.

კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით, ეს არის ყველაზე სწორი ჩანაწერი,შეგვიძლია წავიდეთ უხარისხობაზე იმისთვის, რომ ვიღაცას ვასიამოვნოთ, მაგრამ შეგვიძლია უფრო ხარისხიანი დოკუმენტი შევქმნათ. რომელი ჯობია? "-განაცხადა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის სხდომაზე.

Comments
Loading...