- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ხშირად, პირდაპირი წესით არჩევისას, პრეზიდენტად ოდიოზურ ფიგურებს ირჩევენ

526

"სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა პრეზიდენტებად ირჩევენ ან თითქმის ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვის დროს განაცხადა. 

"იყო შემთხვევა კინაღამ აირჩიეს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში ნეო-ნაცისტი კანდიდატი პრეზიდენტად, იყო ქვეყნები სადაც ოდიოზური ფიგურები აირჩიეს პრეზიდენტებად, მათ შორის არა პროდასავლური ორინეტაციის, არის კონკრეტული ქვეყნები ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მთავრობა, პარლამენტი არის პროდასავლური, პრეზიდენტად აირჩიეს ოდიოზური ფიგურა, რომელმაც გამოაცხადა თავისი არა პროდასავლური მიდრეკილების შესახებ არჩევნების შემდეგ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...