- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: NATO-ს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება

427

NATO-ს  საპარლამენტო ასამბლეის დაწყებამდე, სპეციალური კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისი მასპინძლობს. 

"უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის, ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან ჩვენ დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის საკვანძო საკითხები, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, შემდგომი დაახლოების გზები.

ჩვენი მეგობრების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპარლამენტო ასამლეის ხელმძღვანელობა ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...