- Advertisement -

ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია დიდი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისთვის

45

ირაკლი კოვზანაძის აზრით, ეს ფაქტორი დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „ძვირი ფულის“ პოლიტიკა კი, რომელსაც ეროვნული ბანკი მიმართავს, ინფლაციის შეკავებასთან ერთად, ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს.“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია არსებითად არ განსხვავდება პირველადი პროექტისაგან და მასში არ არის ასახული გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საბოლოოდ იქნება შეთანხმებული საერთაშორისო ფულად-საკრედიტო ორგანიზაციებთან და მასში ოპტიმალურად იქნება ინტეგრირებული საქართველოს პარლამენტში გამოთქმული რეკომენდაციები“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
საერთო ჯამში, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არსებულ რეალობას ითვალისწინებს, იგი დაბალანსებული დოკუმენტია და მასში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მიმართულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლიანობის გაზრდის, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური აღმავლობის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის მშენებლობისაკენ.
The post ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია დიდი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისთვის appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...