- Advertisement -

ირაკლი ლექვინაძე: ელისაშვილს მოვუწოდებ, კორექტული და მეტად ინფორმირებული იყოს

515

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის წესებს შეიმუშავებს.

ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, ინიციატივით გამოსვლამდე, მოიძიოს მეტი ინფორმაცია და შეწყვიტოს პოპულისტური განცხადებების გაკეთება. 

ლექვინაძის თქმით, თბილისის მერია უკვე მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მერიის სამსახურები აქტიურად არიან ჩართულნი გარევაჭრობის წესის შემუშავებაში.

„ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, იყოს კორექტული განცხადებების გაკეთების დროს და მეტად ინფორმირებული ინიციატივით გამოსვლისას, რადგან თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება, რომელიც მოიცავს ლოკაციებისა და კონსტრუქციების განსაზღვრას, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალის დადგენას, რომლითაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, საკრებულოში ამ წესის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიასა და საკრებულოს გარევაჭრობის საკითხის დასარეგულირებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა.

ლისაშვილის თქმით, გარევაჭრობის სრულად აკრძალვა დაუშვებელია. როგორც დეპუტატი აცხადებს, გარევაჭრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ურბანული ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას საჭიროებს.

Comments
Loading...