- Advertisement -

ირაკლი მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ

402

სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მას ნდობას გამოუცხადებს, ის აუდიტის სამსახურის შემდგომ განვითარებაზე იზრუნებს.

ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, მისი აუდიტის სამსახურის საქმიანობა 4 ძირითად პრინციპზე იქნება აგებული – ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა.

„ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციონალურ შემდგომ განვითარებაზე, სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ, ვფიქრობ აუდიტის სამსახური ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს. საქმიანობა უფრო პრევენციული ხასიათის უნდა იყოს და არა სადამსჯელო სტრუქტურა. თუმცა, თუ ჩვენ ვნახავთ რომ კანონთან შეუსაბამობაა, ძალიან მყისიერი და ადეკვატური შეფასება და რეაგირება მოჰყვება.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს, მექვაბიშვილმა უპასუხა: "გენერალურ აუდიტორს კანონით აქვს უფლებამოსილება მინიჭებული, განახორციელოს ნებისმიერი საკადრო ცვლილება, თუ ამის აუცილებლობა იქნება“.

ცნობისთვის, პარლამენტში ირაკლი მექვაბიშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება.

Comments
Loading...