- Advertisement -

ირაკლი სესიაშვილი:არ დავუშვებთ, კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს

287

"კრიმინალთან ბრძოლა თითოეული ჩვენთაგანისთვის გამოწვევაა. ქურდული სამყარო არის ამ ყველაფრის ერთგვარი ბუდე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შსს-ს განცხადებასთან დაკავშრებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრდება.

სესიაშვილის თქმით, კრიმინალის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გაგრძელდება.

„იქ, სადაც საჭირო იქნება რეგულაციის გამკაცრება, ცხადია განხილვის რეჟიმში ჩვენ ამას მივყვებით, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების მაღალ სტანდარტებს დავიცავთ. ჩვენი სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ კრიმინალმა რაიმე სახით ძალა მოიკრიბოს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ – განვითარება, ტურიზმი, ინვესტიციების შემოდინება, ასე, რომ აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

Comments
Loading...