- Advertisement -

ირაკლი სესიაშვილი: ბოლნისში ბელორუსის მოქალაქეებს მართლა გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა

769

"ბელორუსიის მოქალაქეებს მართლაც გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა, თუმცა ეს არ არის სამხედრო – საბრძოლო ტექნიკა. ეს არის გაზ-34 ტიპის სამხედრო სამაშველო საშუალება, ავტომობილები, რომლებიც არ გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის",- ამის შესახებ პარლამენტის "თავდაცვისა და უშიშროების" კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ფოტოს ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა".

მისი თქმით, ბოლნისის რაიონში ბელორუსის მოქალაქეებს ტექნიკა სამაშველო საქმიანობისთვის გადაჰყავთ.

"ეს განკუთნილია სამაშველო საქმიანობისთვის. მასზე არ არის განთავსებული რამე იარაღი. შესაბამისად ჩვენივე კანონმდებლობით ის არ ექვემდებარება და არ შედის სამხედრო დანიშულების პროდუქციაში. ჩვეულებრივად, სტანდარტულად როგორც საბაჟო სისტემა ითხოვს ექვემდებარება საბაჟო სისტემას და არა განსაკუთრებულ სამხედრო დანიშნულების მიხედვით. შესაბამისად ამ ტექნიკის ტრანზიტი ხორციელდება კანონის შესაბამისად",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

ცმობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება.

Comments
Loading...