- Advertisement -

ირაკლი სესიაშვილი: კახეთში ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები გვჭირდება

353

კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, – ამის შესახებ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. 

„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ – აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა. 

მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონის მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.

Comments
Loading...