- Advertisement -

ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

7

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას შეეხო. მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თანამედროვე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.
The post ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...