- Advertisement -

ირანის მოქალაქებს საქართველოში “სადახლოს” საბაჟოდან 2 კილოგრამზე მეტი ჰაშიში შემოჰქონდათ

18

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“4 ოქტომბერს, 2,064.5 კგ. ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ს.ს-სა და ს.ა-ს სხეულის სკანერის მეშვეობით, ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში (996.5 გრ, 1068 გრ. ჯამურად, 2,064.5 კგ.) გამოავლინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, – ნათქვამია
გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...