- Advertisement -

ირინა ფრუიძე: მისასალმებელია ტყიბულის შახტის დახურვა

161

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა ფრუიძე ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტყიბულის შახტის სახურვა მისასალმებელია.

"ვუსამძიმრებ ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ტყიბულს და მთელ საქართველოს ამ უმძიმეს ტრაგედიას. მისასალმებელია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ამ შახტის დახურვის შესახებ, სანამ იქ არ დამკვიდრდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები",–აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ  მოხდა მორიგი ტრაგედია ტყიბულის შახტში – 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა. პრემიერის გადაწყვეტილებთ კი ტყიბულის მინდელის შახტი დაიხურება!

Comments
Loading...