"მორატორიუმი თავის დროზე იყო გამოცხადებული. ეს ჩემი და ჩემნაირების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და გვითხრას, რას წერს კონსტიტუციაში,"-განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში.
მისი თქმით კონსტიტუციაში ზუსტი ფორმულირება უნდა მოხდეს მიწებთან დაკავშირებით.
"გვითხრეს, აისახება კონსტიტუციაში, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს . ახლა ველოდები უფრო კონკრეტულ ფორმულირებას, რა ფორმულირება იქნება წარმოდგენილი და კონსტიტუციას რა რეგულაციებით გაამკაცრებს ორგანული კანონი" -განაცხადა ირმა ინაშვილმა