- Advertisement -

ირმა ინაშვილი: აქციების ორგანიზატორი “პატრიოტთა ალიანსია” და არა რომელიმე სხვა პარტია

573

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, 17 სექტემბრის აქციის ორგანიზატორი "პატრიოტთა ალიანსია" და არა რომელიმე სხვა პარტია, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში აცხადებენ. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით,17 სექტემბრიდან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" იწყებს საპროტესტო აქციებს და არ აპირებს აღნიშნულში რომელიმე სხვა პარტიის ჩართვას.

"ამ აქციების ორგანიზატორია "პატრიოტთა ალიანსი" და არა სხვა რომელიმე პარტია. სამწუხაროდ, ბოლო დღების მანძილზე ჩვენ ვხედავდით მცდელობას კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიერ ორგანიზებულ ამ აქციასთან მოხდეს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის დაკავშირება, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის დაკავშირება, რაც ტყუილია და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს.ჩვენი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება სწორედ ბოკერიას მიმართ არსებული კონკრეტული სისხლის სამართლის დაძვრას. გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენ ვიხილეთ სიუჯეტი, სადაც 17 სექტემბრის აქციის ორგანიზატორად ირიბიად მიბმული იყო მთელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობა, "რესპუბლიკური პარტია" და რიგი სხვა პარტიები, რომლებთანაც ჩვენ არათუ საპროტესტო აქციას არ გავმართავთ, არამედ არანაირ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ.17 სექტემბრის აქციას ხელისუფლების პიარმრჩევლები მიზანმიმართულად აბამენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რასაც ორი განუხორციელებლი მიზანი აქვს: პირველი – ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენს გვერდით, თითქოს, იდგება "ნაცმოძრაობა" და ბოკერია, რაც არის აბსურდი, კომედია და ტყუილი. მეორე- დასავლეთმა იფიქროს, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე პარტია უწევს ორგანიზებას ამ მასობრივ აქციებს",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Comments
Loading...