- Advertisement -

ირმა ინაშვილი: მინდა ვკაფიოდ მივანიშნო საფრთხეზე, რომელზეც “ოცნების” ლიდერები არ საუბრობენ

511

"მინდა მკაფიოდ ვთქვა და მივანიშნო იმ საფრთხეზე, რაზეც თქვენ არ საუბრობთ "ქართული ოცნების" ლიდერები, საკონსტიტუციო კომისიის ის წარმომადგენლები, რომლებიც დარჩით ოპოზციის გარეშე კომისიაში",-ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 

"ახლა იმაზე ვილაპარაკებ თქვენ რას გვართმევთ ოპოზიციას შემოთავაზებული მოდელით, ძალიან მოხერხებულად, ელასტიურად და ძალიან კორექტულად საუბრობთ იმ გადასანაწილებელ ხმებზე, თითქოს არაფერი ხდება.

მისივე თქმით, გადაუნაწლებელ მანდატებზე საუბრისას ქართული ოცნების წარმომადგენლების ერთნიშნა რიცხვებს ასახელებენ, თუმცა ინაშვილი აცხადებს, რომ ასეთი მანდატები 2012 წლის გარდა ორნიშნა რიცხვებში იყო გამოსახული. 

"95-ში 63, 98-ში 10, 2004-ში 23, 2008 -ში 10, 2012 გამოვტოვე, 2016-ში 19-ზე მეტი",-განაცხადა ირმა ინაშვილმა. აღნიშნულ ციფრებს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესწორება მოჰყვა, რასაც ირმა ინაშვილმა უპასუხა, რომ ის დარჩენილ ხმებზე საუბრობს. 

"ასეა გამოქვეყნებული ცესკოს საჯარო საიტზე, თუ არის შეცდომა შეცვალეთ",-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

Comments
Loading...