- Advertisement -

ირმა ინაშვილი ნათელაშვილს: “შალვა, დეგენერატი შენთვის დიდი კომპლიმენტია”

404

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი შალვა ნათელაშვილს მექრთამეს და კორუმპირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ იმ ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რაც მან ტელეკომპანია "იბერიას" ეთერით "პატრიოტთა ალიანსის" მისამართით გააკეთა, აუცილებლად მოუწევს ამავე ეთერით ბოდიშის მოხდა.
მშრომელთა პარტიის "ლეგენდარული" სახე, რომელმაც პოლიტიკაში ტივტივი ბიზნესად იქცია, ბოლოს ერთ შურიან, ღვარძლიან, წარუმატებელ, მექრთამე, კორუმპირებულ, ოთახის ოპოზიციონერად ჩამოყალიბდა.

გილოცავთ, ბატონო შალვა! აქ, თქვენს ოთახში მაინც მიაღწიეთ წარმატებას. ერთხელ, ნათელაშვილთან მიმართებაში სამედიცინო ტერმინი "დეგენერატი" გამოვიყენე, ახლა ვამბობ: შალვა, დეგენერატი შენთვის დიდი კომპლიმენტია. ყველა იმ აბსურდულ ცილისწამებაზე, რასაც "იბერიის" ეთერში ჩვენზე ანთხევდი, იგივე ეთერში მოგიწევს ბოდიშის მოხდა. ჩემზე მდიდარიც ხარ და ჩემზე მეტი ანგარიშებიც გაქვს. მათ შორის, უცხოეთში. ჰოდა, კარგი ადვოკატი აიყვანე, ჩემი რჩევაა." – წერს ირმა ინაშვილი.

Comments
Loading...