- Advertisement -

ირმა ინაშვილი: სადაც მე ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს მაჟორიტარ დეპუტატს

552

"მე უდიდეს პატივს ვცემ მაჟორიტარებს და ხშირად მუსირებს ეს აზრი, აბა ჩადით რაიონებში, იკითხეთ უნდათ თუ არა ხალხს მაჟორიტარი დეპუტატი, მე გეუბნებით, სადაც მე ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს, არ ჩამოდიან, არ გვკითხულებენ, ხალხის პრობლემებს არ ეცნობიან",-ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 

"ანუ 50 50-ზეა და ესე ცალსახად ნუ იმსჯელბთ. კორექტულობის გამო არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როცა თქვენ გვეუბნებით, რომ აი ოპოზიციას გინდოდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მოგეცით. კი არ მოგვეცით, ეს ჩვენ მოვიპოვეთ ბრძოლით. მისასალმებელია, რომ თქვენ წამოხვედით ამაზე, მაგრამ რას გვეუბნებით, თან პროპორციულზე გადავალთ, მაჟორიტარულს გავაუქმებთ, ხომ ეს გინდოდათ, მაგრამ მთელ გადასანაწილებელ ხმებს ჩვენ ავიღებთ და ისევ ჩვენ ვიქნებით,-ამ აზროვნებაშია სხვაობა ჩვენსა და თქვენს შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში",-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

Comments
Loading...