- Advertisement -

ირმა ინაშვილი: “საქართველოს პატრიოტები” 2020 წელს აუცილებლად გაიმარჯვებენ

78

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა, მმართველი გუნდის წევრის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ციფრებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად “ქართული ოცნება” – 60%-ს, ხოლო ბოკერია-სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფები 20%-ს მიიღებს.

“არ მიმაჩნია სწორად წინასწარ პროგნოზირება კობახიძის სტილში და კომენტარი იმისა, რაც ჯერ არ დამდგარა. ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ და ვაპირებთ ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ჩავიბაროთ. “საქართველოს პატრიოტები” 2020 წელს აუცილებლად გაიმარჯვებენ. ეს არის ჩემი პროგნოზი. ვისთან ვითანამშრომლებთ, ვისთან არ ვითანამშრომლებთ, ამას გვაჩვენებს ის პოლიტიკური პროცესი და რეალობა, რაც იქნება დამდგარი 2020 წლის პოსტსაარჩევნო პერიოდში. ცხადია, ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარ თანამშრომლებთან და სხვა დანარჩებთან. ჩვენი თვითმიზანი და სურვილი ნამდვილად არ არის “ქართულ ოცნებასთან” ჩახუტება. “ქართულ ოცნებას” თავად აქვს პრობლემები. კატასტროფულად არის დაცემული ხალხის ნდობა და მხარდაჭერა “ქართული ოცნებისადმი” და არა მგონია რომელიმე პოლიტიკური პარტიისათვის სასიამოვნო და სასარგებლო იყოს მათთან პარტნიორობა”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება წითელი ხაზების გავლებას, ირმა ინაშვილის თქმით, იმდენად დაზიანებულია “ქართული ოცნების” რეიტინგი, რომ არ არსებობს სურვილი, ვინმეს “ქართულ ოცნებასთან” რაიმე ტიპის თანამშრომლობის სურვილი ჰქონდეს.

“პირდაპირ შემიძლია ვუთხრა “ქართულ ოცნებას” და კობახიძეს, რომ დღეს იმდენად დაზიანებულია მათი რეიტინგი, არა მგონია, ვინმეს სურვილი ჰქონდეს “ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობის” ჩვენ არასდროს გამოგვიხატავს ეს სურვილი და არ შეგვითავაზებია ქართული ოცნებისთვის არავითარი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ამიტომ წითელ ხაზს ჩვენ ვუვლებთ “ქართულ ოცნებას”, კობახიძეს და სხვებს”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
The post ირმა ინაშვილი: “საქართველოს პატრიოტები” 2020 წელს აუცილებლად გაიმარჯვებენ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...