- Advertisement -

ირმა ინაშვილი შალვა ნათელაშვილს: პოლიტიკა ცირკი არაა, სადაც 20 წელია ჟონგლიორობ!

404

პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია, – ასე პასუხობს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ლეიბორისტების" ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.

"კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს:

ა) შალვა, შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა.
ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ.
გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება.
ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში", – წერს ირმა ინაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას" 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ხოლო „ევროპულ საქართველოს“ და პატრიოტთა ალიანსს“ ბრალს მმართველ გუნდთან გარიგებაში სდებს.

Comments
Loading...