ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, გოჩა თევდორაშვილმა "იმედთან" განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება, სადაც საბოლო გადაწყვტილებას მიიღებენ, ვინ იქნება პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი.
"ამჟამად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" თბილისის მერობის 4 კანდიდატი განიხილება. ორშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომა ტარდება, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კანდიდატურაზე და სამშაბათს წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. იმ 4 კანდიდატს შორის, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის პარტიის გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის კანდიდატურა.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, 73-ივე საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატით წარსდგება თვითმმართველობის არჩევნებში", – განაცხადა გოჩა თევდორაშვილმა .