- Advertisement -

ირმა ნადირაშვილი: მხარს დავუჭერთ სამხედრო ძალის გამოყენებას სტიქიის ზონაში

415

"დღეს ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომ სამხედრო ძალები იყვნენ ჩართული იმ საგანგებო ვითარებაში რომელიც ქვეყანაშ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. რამდენად ადეკვატურად იმოქმედა მთავრობამ,"-განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა, პარლამენტში ჟურნალისტებთან. ნადირაშვილის თქმით, ცეცხლის კერების სიმრავლე, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, დივერსიასთან დაკავშირებით და ეს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს.

"იყო თუ არა დაგვიანებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგეს რამდენად დაცული იყო მოსახლეობის ინტერესები.მიუხედავად ბევრი კითხვისა დღეს ვთვლით, რომ ამ კითხვების დრო არ არის ახლა. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მხარი უდნა დავუჭიროთ და კითხვების დასმის დრო დადგება.

რაც შეეხება მეორე თემას, შესაძლოა თუ არა ეს ყოფილიყო დივერსია. ცხადია ის ფაქტი რომ ერთდროულად ბევრ ადგილას გაჩნდა ხანძარი რა თქმა უნდა, შესაძლოა აჩენდეს ეჭვის საფუძველს და ხელისუფლებამ სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩაატაროს,"-განაცხადა ნადირაშვილმა.

Comments
Loading...