საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ”ბავშვთა სამყაროს” დაწვით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიყენებული ზარალი სრულად უნდა აუნაზღაურდეთ.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება ”ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილიც.