- Advertisement -

ისრაელში, აშკელონში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

690

ისრაელის ქ. აშკელონში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა, რომელსაც ისრაელის სამხრეთ რეგიონში საქართველოს საპატიო კონსული, მენი ბენიში უხელმძღვანელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს საპატიო საკონსულო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ და ქ. აშკელონის ვიცე მერმა მიშელ ბუსკილასმა გახსნეს. ქართველ დიპლომატებთან ერთად, ცერემონიალს ესწრებოდნენ ქ. აშკელონის მუნიციპალიტეტის და აშკელონში მცხოვრებ ქართველ ებრაელეთა თემის წარმომადგენლები.

ღონისძიება ადგილობრივი მედიით გაშუქდა.

Comments
Loading...