- Advertisement -

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ აირჩია (სია)

513

3-საათიანი დაგვიანების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ ასარჩევ მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურები გაგრძელდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ პროცედურების დაწყებამდე საბჭოს წევრებს, კენჭის ყრის გადადების თხოვნით მიმართა. საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საჭომ 34 მოსამართლე უვადოს აირჩია.

38 კანდიდატიდან საბჭომ 4 მათგანს- აფშილავა ირაკლის, გაფრიჩიძე ეკატარინეს, კახიძე როინს და ელისო ტუკვაძეს უვადოდ მოსამართლედ გამწესებაზე უარი უთხრა.

უვადოდ არჩეულ მოსამართლეთა შორის არის 6 სასამართლოს მოქმედი თავმჯოდომარე (მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, დავით მამისეიშვილი, ვასი მშვერიერაძე, ლევან მეშველიანი, მამია ფხაკაძე) და 3 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია, ვასილ მშვენიერაძე).

უვადოდო გამწესებულ მოსამართლეთა სია:

ალანია თამარ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

ბურჯანაძე თამარ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

გაბინაშვილი მერაბ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
(თავმჯდომარე)

გელაშვილი დავით – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედას მუნიციპალიტეტში

გველესიანი მაკა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

გვრიტიშვილი დიმიტრი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე)

გოგიაშვილი გიორგი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატა

გოგიჩაშვილი გიორგი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

გორგოძე მაკა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

ენუქიძე მალხაზ – ახალქალაქის რაიონული სასამართლო

ერემაძე მირანდა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

ეცადაშვილი თინათინ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

თეთრაული მაია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა

თოთოსაშვილი გოგიტა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

კაკაბაძე ვლადიმერ -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

კალიჩენკო ლელა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

კუჭავა ქეთევან – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მამისეიშვილი დავით – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგია (ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე)

მეშველიანი ლევან – სამტრედიის რაიონული სასამართლო (თავმჯდომარე)

მშვენიერაძე ვასილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგია (თავმჯდომარე) – თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

ნიკაჭაძე მანანა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის
მუნიციპალიტეტში

პავლიაშვილი სპარტაკ – თბილისის სააპელაციო სასამართლო, საგამოძიებო კოლეგია

სვიანაძე მაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თეა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა პალატა

სულხანიშვილი მაია -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

ფხაკაძე მამია – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
(რუსთავის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარე)

ყანჩელი ეკატერინე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

შენგელია ირაკლი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატა (პალატის თავმჯდომარე)

ჩიხლაძე თამარ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

ჩხაიძე სიმონ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

წიკლაური ვანო -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

წიქარიძე შორენა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

ჭედია მაკა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

ხოლოაშვილი მარინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან სამმა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, არამოსამრთლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ვახტანგ მჭედლიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ასევე, დღეს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს წევრი ლევან თევზაძე.

Comments
Loading...