- Advertisement -

კაკაბაძე: საზმაუს თანამშრომლების ხელფასზე ინფორმაცია მაღაფერიძის კაბინეტში არ უნდა ჩაიკეტოს

262

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინი კაკაბაძე აცხადებს, რომ კანონის სრული დაცვით, საზმაუში დასაქმებული ადამიანების სახელფასო სარგოს ითხოვს, თუმცა საზმაუს ხელმძღვანელობა უარს ეუბნება ინფორმაციის გაცემაზე. 

"ისინი ამბობენ რომ მე ამის უფლება, არ მაქვს ნახვის უფლება და მათ პირად სივრცეს ვარღვევ. მე მათ პირად სივრცეში არ ვიჭრები, ისინი არიან საჯარო სამსახურში და ჩემი კანონიერი უფლებაა ვიცოდე ამ ხელფასის შესახებ და მე მხოლოდ დამხოლოდ ვითხოვ იმას, რის უფლებასაც მაძლევს კანონი. ცხადია ეს კანონი იქვე აღნიშნავს რომ მე არ მაქვს ამ ინფორმაციის გასაჯაროვების უფლება და არც ვაპირებ. 

რაც შეეხება ზოგადად იმას, რომ მე აქ რაღაცის გასაფუჭებლად მოვედი, რთულია ამას სერიზულად ვუპასუხო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავიგო რა ხდება შიგნით  და რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მივაწოდო ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და არ იყოს ჩაკეტილი ვასილ მაღლაფერიძის კაბენეტში ეს ინფორმაცია", – განაცხადა ნინია კაკაბაძემ "კურიერთან"

Comments
Loading...