- Advertisement -

კაკაურიძე: სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია, ის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება

389

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ვალის მოცულობა, 2017 წელთან შედარებით გაზრდილია.

თუმცა, მისი თქმით, აღებული ვალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„თუ ჩვენ შევადარებთ 2017 და 2018 წლის მონაცემებს, დავინახავთ ვალის აღების მოცულობა მცირედით გაზრდილია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვალების დაფარვის მაჩვენებელი. 2018 წელს 760 მილიონი ლარის ოდენობით ვალის დაფარვა განხორციელდება და ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი მოცულობა, რაც განხორციელებულა განვლილ პერიოდში. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 300 მილიონამდე მეტს დავფარავთ.

ზოგადად ვალს რაც შეეხება, ვალის აღება ხდება მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენი როგორც ტურისტული, ასევე სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

Comments
Loading...