- Advertisement -

კაკულია: არავის აქვს სურვილი, ასეთი მძიმე თემა მიაჩუმათოს და არ გამოაშკარაოს, თუ რასთან გვაქვს საქმე

22

„ყველაზე მეტად სასაცილო ის არის, რომ ოპოზიციის მხარეს ნამდვილად მეგულებიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე მიესალმებოდნენ პატრიარქის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ტიპის ქმედებას და დღეს მისი დამცველები გამოდიან. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ირონია. ჯერჯერობით, მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რომ გამოძიების დაწყება მოვითხოვოთ. ჯერ უნდა გაირკვეს რა ხდება.
საზოგადოების ინტერესი იმდენად მაღალია, რომ ამას გარკვეული გაგრძელება რა თქმა უნდა, ექნება და თუ გამოძიება იქნება საჭირო, არც ამას არ უდგას წინ არაფერი. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ დამდგარა მომენტი, რომ პარლამენტი აქტიურად ჩავერიოთ და კონკრეტული ქმედებები მოვითხოვოთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ ალბათ, ყოველ დღე ახალ-ახალი ინფორმაციები გახდება ცნობილი და მერე ჩამოვყალიბდებით. არავის არ აქვს სურვილი, ასეთი მძიმე თემა სადღაც მიაჩუმათოს და არ გამოააშკარავოს, რასთან გვაქვს საქმე,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. დღეს კი, მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა. იგი ასევე გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან.
The post კაკულია: არავის აქვს სურვილი, ასეთი მძიმე თემა მიაჩუმათოს და არ გამოაშკარაოს, თუ რასთან გვაქვს საქმე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...